
ტატუს მოხატვის ხელოვნებაში ირემის ყოველთვის კეთილი, და დადებითი სიმბოლოა. ასევე ირემს მრავალი მისტიური დანიშნულება აქვს, მაგალითად , თუ ირემი ფეხებით ტკეპნის გველს ეს ნიშნავს სიკეთის გამარჯვებას ბოროტებაზე. ირემი აგრეთვე მოხსენიებულია ქრისტიანულ რელიგიაში, ირემი რომელსაც რქებს შორის ქონდა ჯვარი და იყო ღვთის ნიშანი.
ძვ.საბერძნეთში და რომის კულტურაში ირემი იყო არტემიდას (დიანა)-ს ატრიბუტი. სკანდინავიელი ხალხი კი ირემის ტყავს ხშირად შამანური რიტუალისთის იყენებდნენ. ხოლო იშვიათი ჩრდილოელი ირემი კი სკანდინავიელებისთვის იყო დიდებული მატერიის ისის სიმბოლო.
იდუმალი მაიას ტომში კი ირემი განასახიერებდა ღმერთ ტახილას, რომელიც მფარველობდა ნადირობას, მას უძღვნიდნენ მასშტაბურ და სისხლისმღვრელ რიტუალებს.