
ქალებისთვის ტატუ სამკუთხედს აქვს სამი ციკლი: ქალიშვილობა, დედობა და სიბერე.
რაც შეეხება მამაკაცებს, მათი სამი ციკლი გაცილებით სხვაგვარია: სიბრძნე, ძალა, სილამაზე. ესაა ძირითადი საბაზო მნიშვნელობები, ასევე მნიშვნელოვანია თუ სხეულის რა ადგილას დაიხატავთ სამკუთხედს.
სამკუთხედი ასევე ნიშნავს : დაბადება-სიცოცხლე-სიკვდილი ასევე არის სხვა ვარიანტიც: სიცოცხლე-სიკვდილი-ახალი სიცოცხლე.
ასევე სამკუთხედი წარმოადგენს ადამიანის სამ შემადგენელ ნაწილს: სხეული, გონება და მისი სული.

სამი სამკუთხედის ერთად გაერთიანება ნიშნავს ჯანმრთელობის სისრულეს.
თუ ორი სამკუთხედი კვეთს ერთმანეთ მაშინ ეს ტატუ ნიშნავს ცეცხლს და წყალს .
სამკუთხედი წრეში ამ ტატუს აქვს საინტერესო ახსნა, სამეული ერთში, ამ სამეულში კი შეიზლება მოიაზრებოდეს პრაქტიკულად ყველაფერი, გააჩნია ადამიანი როგორ ახსნის.
სამკუთხედი კვადრატში ნიშნავს ორ დაპირისპირებულ ღირებულებებს, ესენია: სულიერი და მატერიალური, ზეციური და მიწიერი.
გარკვეული ფერის სამკუთხედი, მთლიანად გაფერადებული, ირებს იმ მნიშვნელობას რა მნიშვნელობითაც ადამიანი აირცევს.
|